Aa
Aa

NBA პლეიოფებს მიღმა დარჩენილი 8 გუნდისთვის მინი-ტურნირს მოაწყობს

ESPN-ის ინსაიდერი, ადრიან ვოინაროვსკი იუწყება, რომ NBA პლეიოფებს მიღმა დარჩენილი 8 გუნდისთვის ჩიკაგოში მინი-ტურნირის მოწყობას გეგმავს, რომელიც სავარჯიშო კემპებსა და მატჩებს მოიცავს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მესვეურები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ და გუნდებს თავიანთი ინიციატივის შესახებ უკვე შეატყობინეს. ვოინაროვსკის ცნობით, ჩიკაგოში კალათბურთელები იზოლაციაში იქნებიან და იმ სამედიცინო პროტოკოლს დაიცავენ, რომელსაც NBA ორლანდოში, სეზონის განახლების შემდეგ გამოიყენებს.

მინი-ტურნირი სექტემბერში გაიმართება, საზაფხულო ლიგის მსგავსი იქნება და მასში მონაწილეობას „ატლანტა ჰოუქსი“, „შარლოტ ჰორნეთსი“, „ჩიკაგო ბულსი“, „კლივლენდ კავალიერსი“, „დეტროიტ პისტონსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „ნიუ იორკ ნიქსი“ და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ მიიღებენ.

ვოინაროვსკის მიხედვით, დღეს, გუნდების წარმომადგენლებსა და NBA-ის ხელმძღვანელთა შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ეს საკითხი განიხილეს. როგორც ირკვევა, გუნდებს ჩიკაგოში წასვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ და უპირატესობას მოსამზადებელი ეტაპის თავიანთ საწვრთნელ კომპლექსებში გავლას ანიჭებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მინი-ტურნირში მონაწილეობა სავალდებულო არ იქნება და უარის შემთხვევაში პრობლემები არავის შეექმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები