ანდრეი კირილენკო: „ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა არ მიკვირს“
Aa
Aa

ანდრეი კირილენკო: „ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა არ მიკვირს“

რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი კირილენკომ ნიკოლა მილუტინოვისა და თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა.

მილუტინოვმა ცსკა-სთან კონტრაქტი ივნისის დასაწყისში გააფორმა. რუსული პრესის მიხედვით კი, უახლოეს მომავალში მას თორნიკე შენგელია შეუერთდება და კირილენკო სწორედ ცსკა-ს სატრანსფერო პოლიტიკას გამოეხმაურა.

„ცსკა-ში შენგელიასა და მილუტინოვის გამოჩენა არ მიკვირს, რადგან ისინი მათ თვალს დიდი ხანია ადევნებენ. თანაც რამდენიმე კალათბურთელის, მათ შორის კაილ ჰაინსის დაკარგვის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ არმიელები შემადგენლობას გააძლიერებდნენ“.

როგორც ჩანს, თორნიკე შენგელიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ქართველი კალათბურთელი კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. ცნობისთვის, რუსული პრესა იტყობინება, რომ თოკო არმიელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები