შარუნას იასიკევიჩუსი -
Aa
Aa

შარუნას იასიკევიჩუსი - "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი

საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს.

2023 წლამდე კატალონიურ კლუბს 44 წლის ლიეტუელი სპეციალისტი შარუნას იასიკევიჩუსი გაწვრთნის. 

შარუნასმა სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო,როდესაც „ჟალგირისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

2016 წელს ის „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. კლუბთან ერთად მან ლიეტუეს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო და ასევე გუნდი ევროლიგის ოთხთა ფინალში გაიყვანა.

შარუნას იასიკევიჩუსი “ბარსელონას“ რიგებში 4 სეზონი აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ,რომ „ბარსამ“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები