გრიზმანის მამა და ძმა სეტიენს აკრიტიკებენ - ანტუანი იმედგაცრუებულია
Aa
Aa

გრიზმანის მამა და ძმა სეტიენს აკრიტიკებენ - ანტუანი იმედგაცრუებულია

„ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ, ანტუან გრიზმანის ოჯახმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი გააკრიტიკა. 61 წლის სპეციალისტმა ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე შეიყვანა, რამაც ანტუანის ოჯახის წევრები განარისხა.

სეტიენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გრიზმანს დაელაპარაკება, მაგრამ მისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. „ბლაუგრანას“ თავკაცის ფრაზებს კი, 29 წლის ფრანგის მამა, ალან გრიზმანი გამოეხმაურა.

„იმისთვის, რომ ილაპარაკო, სატვირთო მანქანის გასაღები უნდა გქონდეს. შენ კი, უბრალოდ მგზავრი ხარ“.

გრიზმანის მამის გარდა, სეტიენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ანტუანის ძმამაც გააკეთა: „ორი წუთი... ტირილი მინდა, სერიოზულად გეუბნებით“.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სეტიენის ქმედებამ გრიზმანზეც დიდი გავლენა იქონია. ფრანგი ფეხბურთელი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. 29 წლის შემტევს იმედი ჰქონდა, რომ თავისი ყოფილი გუნდის წინააღდეგ თავის გამოჩენის საშულება მიეცემოდა და არ ელოდა, რომ სეტიენი მოედანზე 90-ე წუთზე შეიყვანდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები