BILD: ალაბა ბაიერნის დატოვებასთან ახლოსაა
Aa
Aa

BILD: ალაბა ბაიერნის დატოვებასთან ახლოსაა

Bild-ის ინფორმაციით, დავიდ ალაბა „ბაიერნის“ დატოვებასთან ახლოსაა. 28 წლის ავსტრიელ უნივერსალს ხელშეკრულების გაგრძელება აღარ სურს და სეზონის ბოლოს მიუნხენის დატოვებას გეგმავს.

როგორც წყარო წერს, საქმე ფულში არაა და ალაბას ზოგადად ბუნდესლიგის დატოვება სურს, რომ თავის კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგას.

ავსტრიელის მიმართ ინტერესს ბოლო წლებში „ბარსელონა“ იჩენდა. გარდა ლა ლიგის ვარიანტისა ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი პრემიერლიგიდანაც ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული წინადადება მას არ აქვს.

მისი სათამაშო კლასიდან და უნივერსალიზმიდან გამომდინარე ალაბას ზაფხულში მსურველთა რიგი დაუდგება.

შეგახსენებთ, რომ ის „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2008 წლიდან იცავს. კლუბის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, ავსტრიელი განათხოვრებული მხოლოდ ერთხელ, 1 წლით „ჰოფენჰაიმში“ იყო, მას შემდეგ ალაბა „ბაიერნის“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 381 შეხვედრაში მის ანგარიშზე 30 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები