არტეტა დეპაის ტრანსფერით შეპყრობილია
Aa
Aa

არტეტა დეპაის ტრანსფერით შეპყრობილია

ფრანგული Le 10 Sport-ის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი ზაფხულში მემფის დეპაის შეძენას გეგმავს. წყარო წერს, რომ „მეთოფეთა“ თავკაცი ამ ტრანსფერით უბრალოდ შეპყრობილია.

როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ სეზონის ბოლოს „არსენალი“ ობამეიანგმა, ან ლაკაზეტმა დატოვონ, კლუბი კი მათ შემცვლელს უკვე ეძებს.

თავის მხრივ, „ლიონი“ ცდილობს, რომ ნიდერლანდელ შემტევს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რადგან მის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება და 2020 წლის ზაფხულში ფრანგები მას სასურველ ფასად ვერ გაყიდიან, რაც კლუბის გეგმებში არ შედის, თუმცა ყველაფერს საბოლოოდ მაინც ფეხბურთელი გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის დეპაი „ლიონის“ რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 134 შეხვედრაში 53 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები