რუსული მედია - შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

რუსული მედია - შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ „ბასკოინია“ დატოვა და კვირის ბოლომდე მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდება. რუსული მედიის ინფორმაციით თოკომ რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თოკოს "ბასკონიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ მოსკოვურმა კლუბმა მისი ხელშეკრულება 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა ანდრეი ვორონცევიჩმა დატოვა და ქართველი მის შემცვლელად ესახებათ.

გუშინ თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 69-67 იმარჯვა.

შენგელიამ ვიტორიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა. თოკო თავის გუნდში მხოლოდ ლუკა ვილდოსას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა გაიფორმა და შეხვედრის MVP გახდა.

28 წლის შენგელია 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ''ბრუკლინისა'' და ''ჩიკაგოს'' მოთამაშე იყო. 2014 წლიდან შენგელია ბასკური კლუბის ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, თორნიკე შემგელიამდე მოსკოვურ კლუბში მანუჩარ მარკოიშვილიც ასპარეზობდა. "მანუ" ცსკა-ს ღირსებას 2014/15 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები