Aa Aa
30 ივნისი 2020  |  13:06

ყენიამ შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს

''შალკეს'' ექს-ნახევარმცველს, ლევან ყენიას ''საბურთალოსთან'' კონტრაქტის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება. CrystalSport-ის ცნობით მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ და 29 წლის ფეხბურთელი ''საბურთალოს'' დაემშვიდობება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული ლევან ყენია ოჯახთან ერთად გერმანიაში იმყოფება და სამშობლოში არ დაბრუნებულა. შესაძლოა, მან კონტრაქტი ერთ-ერთ გერმანულ კლუბთან გააფორმოს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. იდეალურ შემთხვევაში მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს ან რანგით მესამე ლიგის კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. გერმანიის რანგით მესამე ლიგაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. 

''შალკეს,'' ლვოვის ''კარპატის,'' დიუსელდორფის ''ფორტუნასა'' და პრაღის ''სლავიას'' ყოფილი მოთამაშე ''საბურთალოს'' 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ყველა ტურნირის ჩათვლით ყენიამ თბილისური გუნდის რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე ''არარატ-არმენიას'' სტუმრად შეუგდო.

''საბურთალოში'' გადასვლამდე ლევან ყენიამ ერთი სეზონი ლუქსემბურგის ''დუდელანჟში'' გაატარა. გუნდთან ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ასევე, ლუქსემბურგის ჩემპიონატისა და ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა.

2009-10 წლების სეზონში ყენიამ ''შალკეს'' მაისურით ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და გერმანიის ვიცე-ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედალი მიიღო.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება