Aa Aa
29 ივნისი 2020  |  20:30

იუვენტუსმა ბუფონთან და კიელინისთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა

„იუვენტუსის“ ვეტერანი ფეხბურთელები, ჯორჯო კიელინი და ჯანლუიჯი ბუფონი ტურინში კიდევ ერთი წლით დარჩებიან. „ბიანკონერიმ“ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ლეგენდარული დუეტი „იუვეში“ 2021 წლამდე ითამაშებს.

„იუვენტუსი ადასტურებს, რომ ჯიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივეს და გუნდში მინიმუმ 2021 წლამდე დარჩებიან.

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც წარდგენა არ სჭირდებათ. ჩემპიონები, რომელთა ისტორიაც ყველაფერს თავად ამბობს და ფეხბურთელები, რომლებსაც იუვენტუსის მაისურთან უწყვეტი კავშირი აქვთ.

ისინი როგორც მინდორზე, ისე გასახდელში მისაბაძი მაგალითები, ლიდერები, გუნდის მამოძრავებელი ძალები და ბიანკონერის დნმ-ის მატარებლები არიან. ჯანლუიჯი ბუფონი. ჯორჯო კიელინი. კაპიტნები და ლეგენდები“, - წერია „იუვენტუსის“ განცხადებაში.

კიელინი 15 წელია „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას იცავს და ტურინული გრანდის მაისურით 509 შეხვედრა ჩაატარა. ბუფონს კი, „იუვეს“ რიგებში 669-ჯერ უთამაშია და მიმდინარე სეზონში „ბიანკონერისთან“ ერთად, თავის მეათე „სკუდეტოს“ უახლოვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება