Aa Aa
29 ივნისი 2020  |  19:57

ბარსელონამ დაადასტურა - არტური იუვენტუსის ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საფეხბურთო სამყაროს აცნობა, რომ არტური კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. 

„ბარსელონამ და იუვენტუსმა არტურ მელოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. იტალიური კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს პლუს ბონუსების სახით, 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელი 2019-20 წლების სეზონის დასრულებამდე ბარსელონას რიგებში ითამაშებს“, - წერია „ბარსას“ განცხადებაში.

მირალემ პიანიჩს რაც შეეხება, Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელსაც „იუვე“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებს, უახლოეს მომავალში დადასტურდება.

კვირას, ფეხბურთელებმა თავიანთ ახალ კლუბებში სამედიცინო შემოწმება გაიარეს. კორონავირუსის პანდემიის გამო „ბარსელონას“ ექიმებმა ტურინში ჩასვლა არჩიეს და პიანიჩს სწორედ იტალიაში დააკვირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერი 30 ივნისამდე უნდა გაოფიციალურდეს, რათა 2019-20 წლების სეზონის ფინანსურ ბალანსზე აისახოს. ფეხბურთელები კი, ახალ გუნდებს აგვისტოში გასამართი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება