წვეულებაზე ჯორჯ კლუნისთან და მეგან ფოქსთან ერთად, შემდეგ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე...
Aa
Aa

წვეულებაზე ჯორჯ კლუნისთან და მეგან ფოქსთან ერთად, შემდეგ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე...

კარიერის დასრულების შემდეგ, უესლი სნეიდერმა პრესასთან საუბარს მოუხშირა და საკმაოდ საინტერესო ამბებიც გაიხსენა. ჰოლანდიელი ისეთ ისტორიებს იხსენებს, რომ საინტერესოა, თუ როგორ ახერხებდა იგი ასეთ დონეზე თამაშს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რასაც იგი ყვება.

„ერთხელ, წვეულებაზე ჯორჯ კლუნისთან და მეგან ფოქსთან ერთად წავედი, ასევე იყვნენ ჰოლივუდის სხვა სახეებიც. იქედან კი სახლში დილის 6 საათზე დავბრუნდი. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ბრემენის „ვერდერთან“ ვითამაშე. გოლიც გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.

როცა ასეთი რამ გამოგდით, შემდეგ მისი გამეორების აღარ გეშინიათ.

ვამაყობ იმით, რასაც ფეხბურთში მივაღწიე. ნიდერლანდების ნაკრებში 134 მატჩი ჩავატარე. კარგად ვიცხოვრე. ახლა ვგრძნობ, რომ თითქოს 76 წლის ვარ“, - ციტირებს სნეიდერის სიტყვებს De Telegraaf-ი.

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მისი მადრიდის „რეალში“ ასპარეზობის დროს ეხება:

„პირველ მეუღლესთან განშორების შემდეგ მარტო დავრჩი, მაგრამ რატომ უნდა იყო მარტო, როცა გყავს მეგობრები, რომლებთანაც თავისუფალ დროს გაატარებ? ვერ ვაცნობიერებდი, რომ არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.

არიენ რობენი და რუუდ ვან ნისტელროი მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ამბობდნენ, რომ მეტი შემეძლო. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მეორე დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიღვიძებდი“.

რეალში მეორე და მესამე წელს ბევრს ვთამაშობდი, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავი, სიმწვავე მაკლდა და კონცენტრაციას ვერ ვახდენდი. ჩემი დამოკიდებულება რეალის ღირსი არ იყო. საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფიზიკური კონდიციები გამიუარესდა, მინდორზე ნაკლებს გადავაადგილდებოდი და ბევრ რამეს ტექნიკის წყალობით ვმალავდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები