შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Aa
Aa

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 17-ვე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე აღნიშნული პირების ადვოკატები  მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ გირაოს ითხოვდნენ ან მეორე ვარიანტს, რომლის მიხედვით მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების არცერთ ფორმას არ გამოიყენებდა, თუმცა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდის 19 წლის წევრი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც წვეულების მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდგომში თბილისი-სენაკი-სელელიძის საავტომობილო გზაზე გაგრძელდა.

ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოკვეთის შემდეგ კვალიფიკაციას ძალადობის მუხლი დაემატა.

რამდენი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები და აღნიშნულ ღამეს მომხდარი რამდენიმე ინცინდენტია ასახული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები