Aa
Aa

"დინამოს" ახალგაზრდული გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" მატჩისთვის ემზადება

თბილისის "დინამოს" 19 წლამდელთა გუნდი, ხვალინდელი ევროთასის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

დინამოელები, "უეფას ახალგაზრდული ლიგის", პირველი რაუნდის, პირველ მატჩში, ალმათის "კაირათს" დაუპირისპირდებიან.

დღეს, "დინამო არენაზე" ორივე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, მანამდე კი, თბილისელთა დამრიგებელმა, ლევან გვანცელაძემ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეხვედრა, ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "silk უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები