როგორ გადარჩა? - ფეხბურთელი 200 მეტრიან ხრამში გადავარდა, ამოტრიალდა და კლდეზე დაეცა
Aa
Aa

როგორ გადარჩა? - ფეხბურთელი 200 მეტრიან ხრამში გადავარდა, ამოტრიალდა და კლდეზე დაეცა

26 ივნისს, ბრაზილიაში „კრუზეიროს“ 35 წლის ფეხბურთელი ენრიკე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

სპორტსმენი თავისი Land Rover-ით ქალაქ ბრუმადინოში „როლა-მოზას“ პარკში 200 მეტრიან ხრამში გადავარდა, რამდენიმეჯერ ამოტრიალდა და კლდეზე დაეცა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა ფეხბურთელი გადარჩა.

ენრიკეს ავტოავარია ხალხმა იმწამსვე შენიშნა და სამაშველო სამსახური მალევე იქ მივიდა. 16-კაციანმა ჯგუფმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლო.

როგორც ირკვევა, ენრიკეს მხოლოდ ნაკაწრები და მცირე დაჟეჟილობა აქვს. როცა მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, ფეხბურთელი იმ მომენტში შოკში იყო და მათ გაუგებარ რაღაცებს ეუბნებოდა.

ენრიკე ავტომობილმა გადაარჩინა, რომელმაც ამ ავარიას აშკარად კარგად გაუძლო. ფეხბურთელის გადარჩენის შემდეგ Land Rover-ი კიდევ 300 მეტრით ქვემოთ ჩავარდა და ის მაშველებს ჯერაც არ ამოუყვანიათ.

ექიმების თქმით, ენრიკეს სახლში 1-2 დღეში გაწერენ. ამჟამად ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ ენრიკე პაჩეკო ლიმა „კრუზეიროში“ 2013 წლიდან ასპარეზობს, ამჟამად ის „ფლუმინენსეშია“ განათხოვრებული. ბრაზილიის ნაკრებში მას 2011 წელს უხმეს, თუმცა მატჩის ჩატარება მან ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები