Aa
Aa

"რაღაცები მწვრთნელზეა დამოკიდებული...", - სუარესმა სეტიენი გააკრიტიკა

„ბარსელონამ“ ლა ლიგის 32-ე ტურში სტუმრად, ვიგოს „სელტასთან“ ფრედ 2:2 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

შეხვედრაში დუბლის ავტორმა ლუის სუარესმა მატჩის შემდეგ პრესასთან საუბრისას კიკე სეტიენს კბილი გაჰკრა და მის კრიტიკას არ მოერიდა.

„უარყოფით განწყობაზე ვართ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. ყველა მატჩი უნდა მოგვეგო, რომ ჩემპიონობისთვის გვებრძოლა, ახლა კი „რეალს“ უნდა დავუცადოთ, რომ რამდენიმე ქულა დაკარგოს. იმედგაცრუებულები ვართ.

ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომ მათ მსგავსი სიტუაციები გაანალიზონ. გასვლით მატჩებში ბევრ მნიშვნელოვან ქულას ვკარგავთ, რაც აქამდე სხვა სეზონებში არ ხდებოდა.

მოხარული ვარ, რომ გუნდს ორი გოლით დავეხმარე, თუმცა ქულების დაკარგვა მაბრაზებს“.

სუარესის კრიტიკა გასაგებია. ფაქტია, რომ „ბარსას“ ოდნავ რთულ გასვლით მატჩს პრაქტიკულად ვერ იგებს, საკუთარ მოედანზე კი გამარჯვებას გაჭირვებით ახერხებს. „სელტასთან“ მატჩში კიკე სეტიენმა ცვლილებების დროს აშკარა შეცდომა დაუშვა, როცა 2:1-ზე ნაადრევად მოედნიდან ალბა, ფატი და სუარესი გაიყვანა.

„ბლაუგრანას“ თავკაცმა მომდევნო ტურზე და „ატლეტიკოზე“ ფიქრი ნაადრევად დაიწყო. გუნდი ვიგოში დაცვაში ძალიან სუსტად თამაშობდა და მასპინძლები მათ ბევრ საგოლე მომენტს უქმნიდნენ, რის ფონზეც მსგავსი შეცვლები აშკარად მცდარი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები