Aa
Aa

სუპერმატჩი ბერგამოში - ატალანტამ ლაციო 21-ზე გააჩერა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მაყურებელმა მშვენიერი სანახაობა იხილა. ბერგამოს „ატალანტამ“ რომის „ლაციოს“ 3:2 მოუგო და მისი დაუმარცხებელი სვლაც შეწყვიტა.

შეხვედრის საწყის 10 წუთში „ლაციალემ“ ორი გოლი შეაგდო და ტაიმის ბოლო ორბურთიანი სხვაობით იგებდა, შემდეგ კი ბერგამოელთა ჯერი დადგა და გოსენსის, მალინოვსკისა და პალომინოს გოლებით მორიგი ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

„ლაციომ“ კი ჩემპიონატში დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა და 21 წაუგებელი მატჩის შემდეგ სწორედ გასპერინის ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ „ატალანტას“ ვერ გაუმკლავდა. რომაელთა ბოლო საჩემპიონატო მარცხი 25 სექტემბრით თარიღდებოდა.

თავის მხრივ, ყველა ტურნირის ეგიდით ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა „ატალანტამ“, რომელმაც აღნიშნული მატჩებისას ჯამურად 27 გოლი გაიტანა.

გასპერინის გუნდმა 54 ქულა მოაგროვა და სამეულთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო რომაელები ლიდერ „იუვენტუსს“ უკვე 4 ქულით ჩამორჩნენ. „ატალანტა“ შემდეგ ტურში „უდინეზეს“ ესტუმრება, „ლაციო“ კი საკუთარ არენაზე „ფიორენტინას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები