ხაბიბის ბიძაშვილმა კონორს დასცინა - მაკგრეგორმა მას მალევე უპასუხა
Aa
Aa

ხაბიბის ბიძაშვილმა კონორს დასცინა - მაკგრეგორმა მას მალევე უპასუხა

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა, აბუბაქარ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორს დასცინა. რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში 2018 წელს, „არწივსა“ და კონორს შორის გამართული ბრძოლის ამსახველი ერთ-ერთი ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი წარწერა დაურთო.

View this post on Instagram

Это когда коронавирус и ты дышать не можешь.

A post shared by Абубакар Нурмагомедов (@abubakar_nurmagomedov) on Jun 23, 2020 at 12:42pm PDT

„ეს როცა კორონავირუსია და ვერ სუნთქავ“.

ირლანდიელმა მებრძოლმა აბუბაქარ ნურმაგომედოვს მალევე უპასუხა და სოციალურ ქსელში განაცხადა: „დავასკვენი, რომ აბდულმანაპის მდგომარეობას ფარად იყენებენ. ფარად, რომლითაც მალავენ, რომ აქტიურები აღარ არიან, ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ და გარბიან. წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ - ალაჰი ყველაფერს ხედავს“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კონორ მაკგრეგორმა აბდულმანაპ ნურმაგომედოვს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მისთვის ლოცულობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები