Aa
Aa

"კანტუმ" მარკოიშვილს ვარსკვლავი გაუხსნა

იტალიურმა კლუბმა "კანტუმ" მანუჩარ მარკოიშვილის მიერ გაწეული ღვაწლი დააფასა და ქართველ კალათბურთელს საკუათარი არენის შესასვლელათან ვარსკვლავი გაუხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

მანუჩარ მარკოიშვილი იტალიურ "კანტუში" 2009-დან 2013 წლამდე თამაშობდა. 

"კანტუს" შემადგენლობაში მარკოიშვილი 2012 წელს იტალიის სუპერთასის გამარჯვებული და მატჩის MVP გახდა. 

ამჟამად, ქართველი კალათბურთელი თურქულ "დარუშაფაკაში" გამოდის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები