ესპანური პრესა: არტურმა პოზიცია შეცვალა და იუვენტუსზე დაფიქრდა
Aa
Aa

ესპანური პრესა: არტურმა პოზიცია შეცვალა და იუვენტუსზე დაფიქრდა

როგორც გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Sky Sports-მა დაწერა, „იუვენტუსი“ მზადაა „ბარსელონას“ არტურ მელოს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. კლუბებმა თითქმის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს, თუმცა დღემდე ტრანსფერის წინააღმდეგი იყო თავად ფეხბურთელი, რომელიც როგორც ჩანს, ნელ-ნელა პოზიციას ცვლის.

ესპანური გამოცმები Mundo Deportivo, Sport-ი და Marca წერენ, რომ არტური „იუვენტუსის“ ვარიანტზე დაფიქრდა.

ბრაზილიელს „კამპ ნოუზე“ დარჩენა სურდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, თუმცა მისი თამაშიდან გამომდინარე კლუბს გეგმები შეეცვალა და არტურს „ბარსას“ სამომავლო გეგმის ნაწილად აღარ თვლიან.

მეორეს მხირვ, მაურისიო სარი არტურს გუნდის ძირითადში მოიაზრებს და ნახევარდაცვის მის ირგვლივ აწყობას გეგმავს. პლუს ამას, „იუვენტუსი“ ფეხბურთელს იმაზე 2-3-ჯერ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იგი „ბარსაში“ იღებს.

ტრანსფერი შესაძლოა ივნისის ბოლომდე დადასტურდეს. „ბარსელონას“ 80 მილიონი თავისი საზაფხულო გეგმებისთვის ჰაერივით ესაჭიროება. როგორც ცნობილია, კლუბი 2 შემტევის გაფორმებას გეგმავს.

რაც შეეხება პიანიჩის თემას, კატალონიელები 30 წლის ბოსნიელის სანაცვლოდ 20 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ, რადგან კლუბში ფინანსური კრიზისია და გუნდისთვის პრიორიტეტული ფორვარდების შეძენა გახლავთ.

პიანიჩს „კამპ ნოუზე“ თამაშის დიდი სურვილი აქვს და ის ამას არც მალავს. ვნახოთ, რამდენად წავა დათმობაზე „იუვენტუსი“ და დაწევს, თუ არა სატრანსფერო ღირებულებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები