BILD: ბაიერნის ფეხბურთელებმა იციან სადაც წავა ტიაგო - ლივერპულში
Aa
Aa

BILD: ბაიერნის ფეხბურთელებმა იციან სადაც წავა ტიაგო - ლივერპულში

„ბაიერნის“ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს „ალიანს არენას“ დატოვებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ „ბაიერნის“ გასახდელში მოთამაშეებმა ტიაგოს მომავალი გუნდის შესახებ იციან - ეს „ლივერპული“ იქნება.

ალკანტარას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ის კლუბს შეუთანხმდა, რომ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. გერმანული გამოცემა წერს, რომ იურგენ კლოპი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ყოველთვის ავლენდა და მის შეძენას ამჯერადაც შეეცდება.

ტიაგო ესპანეთში დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა „ენფილდზე“ გადასვლა ყველაზე რეალურად მოსჩანს.

ფლიკის ფორმაციის „ბაიერნში“ ალკანტარას ადგილი აღარ არის. ესპანელი ამას თავადაც კარგად ხვდება. „რეკორდმაისტერის“ მოედნის ცენტრში კიმიხი-გორეცკას ტანდემი უკვე საკმაოდ მყარად გამოიყურება.

ბოლოს გეტყვით, რომ 29 წლის ტიაგოს ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები