კალენდარი ურთულესია - რეალმა ლა ლიგას საჩივარი გაუგზავნა
Aa
Aa

კალენდარი ურთულესია - რეალმა ლა ლიგას საჩივარი გაუგზავნა

პანდემიის შემდეგ დაბრუნებული საფეხბურთო სეზონი მართალია მაყურებელთა გარეშე გრძელდება, თუმცა მატჩები ყოველ 2-3 დღეში ერთხელ იმართება, რაც ქომაგთათვის უდაოდ სასიამოვნოა, რასაც ვერ ვიტყვით გუნდებზე, რომლებსაც საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ და გადაღლის, ან ტრავმების ალბათობა დიდია.

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგას საჩივარი გაუგზავნა და მათი კალენდრით უკმაყოფილება გამოთქვა.

„სამეფო კლუბს“ მიაჩნია, რომ მატჩების განრიგი უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს. კერძოდ, 33-ე ტურში „რეალი“ თავის შეხვედრას 2 ივლისს „ხეტაფესთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, 34-ე ტურში კი „ბილბაოს“ ესტუმრება, დაპირისპირება კი 5 ივლისს შედგება. „ბლანკოსი“ შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან ამ ორ შეხვედრას შორის ინტერვალი სამ დღეზე ნაკლებია.

თავად "ბილბაო" "რეალთან" მატჩამდე "ვალენსიაში" თავის შეხვედრას 1 ივლისს ჩაატარებს. ბასკები მადრიდელებთან მატჩს უფრო მეტად დასვენებულები შეხვდებიან.

საპირისპიროდ, „ბარსელონა“ თავის მატჩს 33-ე ტურში 30 ივნისს შინ „ატლეტიკოსთან“ მართავს, მომდევნო ტურს კი 5 დღის შემდეგ, სტუმრად „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

როგორც ხედავთ კატალონიელებს, მიჯრით ორი გაცილებით რთული მატჩის გამართვა უწევთ, ვიდრე მადრიდელებს, თუმცა ზიდანის გუნდს დასასვენებლად საკმაოდ მცირე დრო ექნება, რაც ქულების დაკარგვის ალბათობას ზრდის.

„რეალს“ იმედი აქვს, რომ ლა ლიგა მათ პროტესტს გაითვალისწინებს და შეხვედრას მინიმუმ ერთი დღით მაინც გადაწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები