Aa
Aa

სერია A-ს საუკეთესო პორტუგალიელი მეგოლე - რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუმ „ბოლონიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში პენალტიდან გაიტანა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელ ფეხბურთელთაგან იტალიის ჩემპიონატში გატანილი გოლებით დიდი ხნის განმავლობაში მანუელ რუი კოშტა ლიდერობდა, თუმცა რონალდუმ გუშინ მისი მაჩვენებელი დაჩრდილა.

კრიშტიანუმ სერია A-ს ეგიდით 43-ე ბურთი შეაგდო, რაც რუი კოშტას შედეგზე ერთით მეტია და ხსენებული რეკორდიც უკვე 35 წლის სუპერვარსკვლავს ეკუთვნის.

რონალდუმ „იუვეში“ გატარებულ სადებიუტო სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა, წელს კი თავი უკვე 22-ჯერ გამოიჩინა, თუმცა ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს კიდევ 5 გოლით ჩამორჩება.

ტურინელებმა ლიდერობა გაიმყარეს და 4 ქულით გაასწრეს „ლაციოს“, რომელიც ამ ტურის შეხვედრას ხვალ, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები