Aa
Aa

აგუერო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს? - გუარდიოლა პესიმისტურადაა

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში „სიტიმ“ „ბარნლი“ 5:0 დაამარცხა და ცხრილის მეორე ადგილი გაიმყარა. შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა „ქალაქელთა“ არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროსთვის, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო.

მატჩის შემდეგ მის შესახებ პეპ გუარდიოლამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, „კუნმა“ მიმდინარე სეზონში საერთოდ ვეღარ ითამაშოს.

ეს ყველაფერი კარგად არ გამოიყურება. მას მუხლზე პრობლემები გასულ თვეშიც ჰქონდა და ახლაც ტკივილს გრძნობს. ექიმები ამბობენ, რომ ამ ტრავმას დრო სჭირდება და რამდენიმე თამაშს გამოტოვებს.

ისღა დაგვრჩენია, ხვალინდელ ტესტს დაველოდოთ და მდგომარეობა უფრო ზუსტად გვეცოდინება, თუმცა, შესაძლოა, მისთვის სეზონი უკვე დასრულებული იყოს“.

აგუერომ გუშინდელი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა გოლი არ გაუტანია, მინდორი კი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დატოვა.

„სიტიმ“ 63 ქულა მოაგროვა და მესამეადგილოსან „ლესტერთან“ სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა. „ქალაქელები“ შემდეგ შეხვედრას 25 ივნისს, სტუმრად „ჩელსისთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები