Aa
Aa

რეალს ლა ლიგის კალენდარი არ მოსწონს - მადრიდელები ცვლილებებს ითხოვენ

ესპანური გამოცემა, AS იტყობინება, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის კალენდრით უკმაყოფილოა. საქმე 33-ე და 34-ე ტურში გასამართ შეხვედრებს ეხება.

„სამეფო კლუბი“ 33-ე ტურის მატჩს 3 ივლისს, თბილისის დროით 00:00-ზე ჩაატარებს და „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. 5 ივლისს კი, 16:00-ზე „ბილბაოს“ შეერკინება.

„ბარსელონა“ 33-ე ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 1-ელ ივლისს, თბილისის დროით 00:00-ზე ითამაშებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 6 ივლისს, ასევე 00:00-ზე გამართავს.

„ბლანკოსის“ ხელმძღვანელები უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ 33-ე და 34-ე ტურებს შორის „რეალს“ ძალების აღსადგენად მხოლოდ 62 საათი ექნება, „ბარსას“ კი 118.

AS-ის ცნობით, „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები ლა ლიგის მესვეურებს დაუკავშირდნენ და მათგან ცვლილებების გატარება მოითხოვეს. ესპანური გამოცემის მიხედვით, „რეალში“ იმედი აქვთ, რომ „ხეტაფესთან“ ან „ბილბაოსთან“ გასამართი მატჩის თარიღი შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსი“ 65 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება და „ბარსას“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები