სიტისთან მატჩამდე არსენალის ფეხბურთელმა კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღო
Aa
Aa

სიტისთან მატჩამდე არსენალის ფეხბურთელმა კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღო

ინგლისური პრესის ცნობით, „არსენალის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა „სიტისთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღო. ამ მომენტისთვის ხსენებული მოთამაშის ვინაობა არ საჯაროვდება.

ხსენებულ ფეხბურთელს 2 თანაგუნდელთან ჰქონდა კონტაქტი და ყველა მათგანი გუნდიდან მოიკვეთნენ. მათ „სიტისთან“ შეხვედრისთვის სავარჯიშო სესიებში მონაწილეობა აღარ მიუღიათ.

პრემიერლიგაში არსებული პროტოკოლის მიხედვით, მოთამაშეები 7 დღიან იზოლაციაში მოექცნენ. შემდეგ, მათ მორიგი ტექსტი ჩაუტარდათ, რის შემდეგაც პასუხი ნეგატიური იყო. ამჟამად, ფეხბურთელები გუნდთან ერთად ვარჯიშს განაგრძობენ.

ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებულმა სამმა ფეხბურთელმა „სიტისთან“ მატჩში მოედანზე რამდენიმე წუთი დაჰყო.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ქალაქელთა" გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლების ავტორები სტერლინგი, დე ბრუინი და ფოდენი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები