გიორგი იანტბელიძე-
Aa
Aa

გიორგი იანტბელიძე-"სრულყოფილად მოსამზადებლად გაცილებით მეტია საჭირო, ტექნიკა-ტაქტიკაზე მუშაობას ჯერ ვერ ვახერხებთ"

პანდემიის გამო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, თითქმის სამი თვეა, სახლის პირობებში ვარჯიშობენ.

ბოლო დღეებში რამდენიმე სპორტსმენი, ნაკრების დამრიგებლის ზედამხედველობით, ერთობლივ მზადებაზე გადავიდა.

ოღონდ ეს საწვრთნელი პროცესიც მკაცრი შეზღუდვებით მიმდინარეობს.

სირბილი და ღია სივრცეში ვარჯიში ბიჭებს ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაში დაეხმარება. სრულყოფილად მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია საჭირო, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტექნიკა-ტაქტიკაზე მუშაობას ვერ ვახერხებთ. ამ ეტაპზე მთავარია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს პირველივე დღეებიდან მოყოლებული პირნათლად ვიცავთ. იმედია, იძულებითი პაუზა მალე დასრულდება.ამჟამად თბილისში მცხოვრები ხუთი-ექვსი სპორტსმენი ვარჯიშობს ჩემი ზედამხედველობით. საწვრთნელი პროცესი ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, დისტანციის დაცვით. გუშინ ვაკის პარკში ირბინეს, დღეს - მამკოდაში. ერთობლივად ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. ოფიციალურად მხოლოდ ისაა გამოცხადებული, რომ ივლისამდე გასამართი ყველა შეჯიბრება გაუქმებულია - მათ შორის გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიც. ზაფხულში დაგეგმილი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები გაურკვეველი ვადით გადაიდო. მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება ახალ კალენდარზე უკვე აქტიურად მუშაობს და, როგორც ვიცი, ახალ განრიგს ივნისის ბოლოს გამოაქვეყნებს. შეჯიბრებები, ალბათ, შემოდგომიდან გაგრძელდება და, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომელიც წლევანდელ კალენდარში არ იყო შეტანილი. ოლიმპიურi თამაშების გამო, მსოფლიოს პირველობა 2020 წელს არ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ოლიმპიადა 2021 წლამდე გადაიდო.ნაკრების წევრები და კანდიდატები პროფესიონალები არიან. მჯერა, წონა ისე არ გაექცევათ, რომ მერე პრობლემები შეექმნათ.“- განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები