იბრა რიბერისთან ერთად? ფიორენტინა ზლატანის თაობაზე მინო რაიოლას დაუკავშირდა
Aa
Aa

იბრა რიბერისთან ერთად? ფიორენტინა ზლატანის თაობაზე მინო რაიოლას დაუკავშირდა

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ დატოვებას და სათამაშოდ შვედეთში კერძოდ კი „ჰამარბიუში“ გადასვლას გეგმავდა, რომლის თანამფლობელიც არის, თუმცა სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს და იბრა იტალიაში დარჩეს.

Football Italia-ს ცნობით, შვედის მიმართ ინტერესს ფლორენციის „ფიორენტინა“ იჩენს, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა და ტიაგო სილვას შემდეგ, მეორე თავისუფალ აგენტ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც დაუკავშირდა.

წყაროს ცნობით, ფლორენციელები ზლატანის აგენტს მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდნენ და პირველი კონტაქტიც შედგა.

როგორც იტალიური გამოცემები წერდნენ, იბრას „როსონერის“ გენერალურ დირექტორთან ივან გაზიდისთან კონფლიქტი ჰქონდა და „მილანის“ დატოვების მთავარი მიზეზიც ეს გახდა.

Football Italia წერს, რომ ზლატანს რიბერისთან ერთად თამაშის შესაძლებლობამ შესაძლოა დააინტრიგოს.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი ამჟამად კუნთის ტრავმას მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები