17 წლის ესპანელი ფეხბურთელი არხში დაიხრჩო
Aa
Aa

17 წლის ესპანელი ფეხბურთელი არხში დაიხრჩო

''ლას პალმასის'' 17 წლის ფეხბურთელი ხორხე სანჩეს ვაკა ორელიანას არხში ცურვისას დაიხრჩო. მასთან ერთად მისი 15 წლის მეგობარიც იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაიცვალა.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შემდეგ სეზონში მისი 19-წლამდე გუნდში დაწინაურება იგეგმებოდა.

''ლას პალმასის'' განცხადებაში ვკითხულობთ: ''ჩვენი კლუბის ისტორიაში ძალიან სამწუხარო დღეა. ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მაგრამ ასეთ დროს სიტყვების პოვნა ძალიან ძნელია. მშვიდად განისვენე.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები