რიშარლისონმა დაადასტურა და ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი ბარსელონას და მანჩესტერს
Aa
Aa

რიშარლისონმა დაადასტურა და ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი ბარსელონას და მანჩესტერს

„ევერტონის“ 23 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა რიშარლისონმა Los Desimpedidos-სთან საუბრისას ზამთარში „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნიატედის“ ინტერესის შესახებ არსებული ინფორმაცია დაადასტურა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა.

შუა სეზონში რამდენიმე შემოთავაზება მქონდა „ბარსელონადან“ და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, თუმცა კლუბმა ჩემი დატოვება გადაწყვიტა და მეც, ასეთ დროს თანაგუნდელების მიტოვება სწორ ნაბიჯად არ ჩავთვალე“.

„ევერტონმა“ იანვარში „ბარსელონასგან“ რიშარლისონის სანაცვლოდ 100 მილინი ევროს ოდენობით საკმაოდ მიმზიდველი წინადადება მიიღო, თუმცა უარით გაისტუმრა. ბრაზილიელი ამის შესახებაც საუბრობს:

„რა თქმა უნდა, შენზე მოქმედებს, როცა „ბარსელონას“ მსგავსი კლუბისგან შემოთავაზებას იღებ. კატალონიელები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, თუმცა ვთვლი, რომ ბედნიერება ასევე ერთ-ერთ მთავარო როლს ასრულებს“.

რიშარლისონმა შუა სეზონში „ბარსელონაში“ გადასვლა და ლუის სუარესის კონკურენტად ყოფნა არ მოისურვა, რადგან დიდი შანსი იყო, რომ ურუგვაელის დაბრუნების შემდეგ, მას სათადარიგოთა სკამზე გადაენაცვლა.

საბოლოოდ, „ბარსელონამ“ შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოახერხა, რასაც უსმან დემბელეს 6 თვიანი ტრავმა მოჰყვა და კლუბი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რაც შეეხება რიშარლისონს, მის ანგარიშზე „ევერტონში“ 70 შეხვედრაში 26 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ამ მომენტისთვის ტრანსფერმარკეტი მას 52 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები