კლოპი ღელავს - მანე ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს... პსჟ და რეალი მზად არიან
Aa
Aa

კლოპი ღელავს - მანე ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს... პსჟ და რეალი მზად არიან

„ლივერპული“ უკვე სერიოზულად შიშობს, რომ სადიო მანე მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბის დატოვებას მოისურვებს, რადგან სენეგალელი შემტევი „მერსისაიდელებთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილს საერთოდ არ გამოთქვამს.

მანეს ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, თუმცა „ლივერპულმა“ მას ახალი გაუმჯობესებული პირობები უკვე შესთავაზა და ის მაგიდაზე უკვე ცხრა თვეა დევს, თუმცა სენეგალელს ინტერესი ერთხელაც არ გამოუჩენია.

The Sun-ის ცნობით, სადიო მანეს სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტის გადასახდელად ორი კლუბი ემზადება - პსჟ და მადრიდის „რეალი“.

ისინი სიტუაციას აკვირდებიან და შესაბამისი მომენტისთვის ემზადებიან.

იურგენ კლოპი არსებული სიტუაციით შეწუხებულია და მეტის გაგება სურს. „ლივერპული“ მანეს კვირაში 220 ათას ფუნტს სთავაზობს, ზუსტად იმდენივეს, რამდენიც ვირჯილ ვან დეიკს შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, თუ სენეგალელი კლუბს ახალ კონტრაქტზე საბოლოო უარს ეტყვის, „ლივერპულისთვის“ მისი პსჟ-სთვის დათმობა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე „რეალისთვის“. რატომ? ინგლისელებს კილიან მბაპეს შეძენა სურთ და ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებებში მანეს ჩართვას არ გამორიცხავენ.

მიმდინარე საკლუბო სეზონი ივლისის ბოლოს დასრულდება. ჩემპიონთა ლიგა კი „რვათა ტურნირის“ სახით აგვისტოში შედგება.

ცნობილი ხდება უეფას ახალი რეკომენდაციები და დადგენილებები. სატრანსფერო ფანჯარა გადაიწევს და ის 5 ოქტომბერს დაიხურება. გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს სავარაუდოდ საკლუბო სეზონის ბოლოს, ანუ ივლისის მიწურულს მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები