იტალიური პრესა: ლაუტაროს გული და გონება უკვე სხვაგან არის
Aa
Aa

იტალიური პრესა: ლაუტაროს გული და გონება უკვე სხვაგან არის

2020-2021 წლების სეზონისთვის „ბარსელონას“ ნომერ პირველი სამიზნე, რომ ლაუტარო მარტინესია ეს ყველას კარგად მოეხსენება, თუმა არგენტინელ ფორვარდზე კატალონიელთა ინტერესმა არც ისე კარგად იმოქმედა.

იტალიური პრესა ლაუტაროს მიმართ კრიტიკას ეტაპობრივად ზრდის და ეს ლოგიკურიც არის, რადგან მას 6 მატჩია გოლი არ გაუტანია. მისი მონაგარი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა და უამრავი არადამაჯერებელი სათამაშო მომენტია.

როგორც იტალიური გამოცემები წერენ, ლაუტაროს გონება სხვაგან ქრის. ესპანური პრესის ცნობით, მან „ბარსასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმა და წლიური ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა კლუბებმა დღემდე ვერ მოილაპარაკეს და ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

სწორედ დროის ამ მონაკვეთში მარტინესმა თამაშს უკლო და „ინტერისთვის“ ისეთივე სასარგებლო ვეღარ არის, როგორც მიმდინარე სეზონში გახლდათ.

La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მილანელთა ცუდი ასპარეზობა სწორედ ლაუტაროს ცუდ თამაშს უკავშირდება. გამოცემის მტკიცებით, არგენტინელის გულიც და გონებაც უკვე „ბარსელონას“ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ თუ „ბარსა“ ლაუტაროს 7 ივლისამდე ვერ შეიძენს, შემდეგ „ინტერს“ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის 111 მილიონი ევროს გაზრდის უფლება მიეცემა, რაც ავტომატურად კატალონიელებს ძალიან წამგებიან სიტუაციაში ჩააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები