Aa
Aa

"მზად ვარ ზეწოლა მივიღო", - ახალი ჩელსი და ლამპარდის გამოწვევა

ლონდონის „ჩელსი“ 2020-2021 წლების სეზონისთვის დიდ გეგმებს ისახავს და ამას საფეხბურთო სამყარო ნათლად ხედავს.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა ჰაკიმ ზიეჩი (48 მილიონი ფუნტი) და ტიმო ვერნერი (38 მილიონი ფუნტი) შეიძინა, რის შედეგადაც გუნდმა სერიოზული გაძლიერება მიიღო.

„ლემპსი“ თვლის, რომ ამ ნაბიჯებმა მათზე ზეწოლა გაზარდა, თუმცა ეს ნორმალურია და ის მზადაა პასუხისმგებლობა იტვირთოს.

„იმ თანხების გამო, რომლებიც ჩვენ ტრანსფერებში დავხარჯეთ, რა თქმა უნდა ზეწოლა გაიზრდება, თუმცა მზად ვარ ის მივიღო.

ჩვენ გუნდს კარგი მხარდაჭერა აქვს და შევეცდებით პრემიერლიგაში ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩვენ გეგმას მხარს ვუჭერ და ზეწოლის გაზრდის წინააღმდეგი არ ვარ. ზიეჩისა და ვერნერის შეძენის შემდეგ, გუნდი ცალსახად გაძლიერდა და მე მზად ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთო. ზეწოლის ამგვარად გაზრდა ნორმალურია.

გასაგებია, რომ კონკურენცია იზრდება, თუმცა ჩვენ ვენდობით პედროსა და ვილიანის შესაძლებლობებს. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და სამწუხარო იქნება, თუ დაგვტოვებენ.

ახლა საქმეს უნდა მივხედოთ და სეზონი ისევე განვაგროთ, როგორც დავიწყეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ 49 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის განაღდება გახლავთ. ლონდონელები უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2 ქულით უსწრებენ, თუმცა თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები