Aa
Aa

"მე ვამბობ, რომ კარგ რამეებს ვაკეთებთ", - სეტიენის სიტყვებმა ქომაგები გააღიზიანა

„სევილიასთან“ სტუმრად 2 ქულის დაკარგვის შემდეგ, „ბარსელონას“ თამაში უარყოფითად შეფასდა და გუნდის მიმართ კრიტიკამ იმატა.

კატალონიელთა დამრიგებლის კიკე სეტიენის მატჩისშემდგომმა პრესკონფერენციამ კი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია.

"საწყის 30 წუთში კარგად გამოვიყურებოდით, შემდეგ კი მომენტების შექმნა გვიჭირდა. მეტოქე თავს დიდი ძალებით იცავდა და არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.

მოედნის მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაშისას ვრისკავთ.

პიკე პესიმისტურად არის განწყობილი? მისი სიტუაცია მესმის, ეს სავსებით ლოგიკურია. ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, თან იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. ჟერარი ახლა ნეგატიური ფიქრებითაა შეპყრობილი, თუმცა ხვალ ის სხვანაირად იაზროვნებს.

პესიმიზმის დრო კიდევ დადგება, ახლა კი მე ვამბობ, რომ კარგ რამეებს ვაკეთებთ.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველა მატჩს ვერ მოვიგებდით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

ვერ ვიტყვი, რომ იგივე შანსები დაგვრჩა, მაგრამ "რეალს" ჯერ "სოსიედადი" არ დაუმარცხებია, ეს კი ადვილი არ იქნება.

ამ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელებში რბილად, რომ ვთქვათ არც ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა. „ბარსა“ თამაშისას საერთოდ არ რისკავდა. თავად სეტიენი კი ამბობს, რომ მოწინააღმდეგის ნახევარზე ისინი რისკავდნენ, რაც სიცრუეა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მწვრთნელმა ცვლილებებიც დააგვიანა, თან ამ შემთხვევაშიც ვერ გარისკა და მოედანზე ერთით მეტი შემტევის გამოყვანას მოერიდა.

სან სებასტიანში „სოსიედადის“ დამარცხების შემთხვევაში, „რეალი“ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდება. თანაბარი ქულების მიუხედავად ზიზუს გუნდს უპირატესობა აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში პირველ რიგში ურთიერთშეხვედრები ითვლება, „ელ კლასიკოში“ კი წელს მადრიდელებმა 4 ქულა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები