მოურინიო ვიდეოგამეორების სისტემით უკმაყოფილოა
Aa
Aa

მოურინიო ვიდეოგამეორების სისტემით უკმაყოფილოა

პანდემიის შემდეგ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში, „ტოტენჰემის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (1:1) მსაჯებისა და ვიდეოგამეორებების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

ვიდეოგამეორებების სისტემის მუშაობა არ მომწონს. შესაძლოა მსაჯი შეცდეს და პენალტი დანიშნოს, თუმცა ვიდეოგამეორებამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს.

თუ, მათ სასარგებლოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს გავითვალისწინებთ, მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საოცარი რეკორდის ავტორია.

სწორედ ამიტომ, ვიცოდით, რომ ამ შეხვედრაში ჩვენთვის ყველაფერი სახიფათო იქნებოდა“. - აღნიშნა მოურინიომ Sky Sports-თან საუბრისას.

ხსენებულ შეხვედრაში „ტოტენჰემი“ 1:0-ს იგებდა, თუმცა 82-ე წუთზე „წითელმა ეშმაკებმა“ პოლ პოგბას მოპოვებული და ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილი პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

46 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-5 ადგილზე იმყოფება და „ჩელსის“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა ფრენკ ლამპარდის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები