პიკო: ''მწვრთნელი ყოველდღე მაიმუნს მეძახდა ან ამბობდა: წადი ჯუნგლებში''
Aa
Aa

პიკო: ''მწვრთნელი ყოველდღე მაიმუნს მეძახდა ან ამბობდა: წადი ჯუნგლებში''

''დალასის'' ფეხბურთელმა პაპა პიკომ იტალიურ ''კალიარიში'' გატარებული წლები გაიხსენა. მისი თქმით ''კალიარის'' სარეზერვო გუნდის მწვრთნელი მუდმივად რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას აყენებდა.

29 წლის ფეხბურთელი ნიუ იორკში დაიბადა, თუმცა პროფესიონალ ფეხბურთელად იტალიურ კლუბში ჩამოყალიბდა. ''კალიარიში'' 2006-11 წლებში ასპარეზობდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.

წარმოშობით ჰაიტელი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპაში მხოლოდ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია, Facebook-ის ''ლაივში'' ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს.

''კალიარის'' სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადამიანი იყო. ყოველდღიურად ის მაიმუნს მიწოდებდა ან მეუბნებოდა, რომ აფრიკის ჯუნგლებში წავსულიყავი. ასევე, მეუბნებოდა, რომ შავკანიან ფეხბურთელებს ტექნიკა არ ჰქონდათ. ასეთად მთვლიდა მეც და ფიქრობდა, რომ მხოლოდ სწრაფად სირბილი შემეძლო.

ის თვლიდა, რომ მის გუნდში იმიტომ მოვხვდი, რომ პრეზიდენტმა მიმიყვანა და მისი, როგორც მწვრთნელის სურვილი არ ყოფილა ჩემი ''კალიარიში'' ჩარიცხვა. 

იტალიურ კლუბში ყოფნისას ჩემს კარადას მაიმუნის ''სტიკერებს'' აკრავდნენ, რის გამოც ზოგჯერ კვირაში ორჯერ მუშტებით ვჩხუბობდი.''

მას გარემარბისა და ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. 2016 წელს აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა მისი სანაკრებო კარიერა მხოლოდ ორ ჩატარებულ მატჩს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები