''სიცოცხლე ძალიან ძვირფასია''  - ბარსას ექს-მწვრთნელი მძიმე დაავადებას ებრძვის
Aa
Aa

''სიცოცხლე ძალიან ძვირფასია'' - ბარსას ექს-მწვრთნელი მძიმე დაავადებას ებრძვის

''ბარსელონას'' ექს-მწვრთნელს ხუან კარლოს უნსუეს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა. 53 წლის სპეციალისტი, რომელიც კატალონიურ გრანდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2014-17 წლებში მუშაობდა, ესპანურ მედიას ცხოვრების უმძიმეს მომენტში ესაუბრა.

''ადამიანებს ცხოვრებასთან ადაპტირებისთვის დიდი გამძლეობა აქვთ. შევხვდი ადამიანებს, რომლებსაც ეს დაავადება დაუდგინდათ, თუმცა მათ ბევრი სირთულის მიუხედავად სიცოცხლის გახანგრძლივების ძალიან დიდი სურვილი აქვთ. მათთვის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, ეს მართლაც ასეა, თუმცა აღნიშნული დაავადების გამოკვლევისთვის საჭირო ფინანსები არ არსებობს და იმედიც არ მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დაავადების ბოლომდე გამოკვლევა მოხდება.''

უნსუეს თანადგომა კატალონიის ''ბარსელონამ'' გამოუცხადა. მის მიმართ მადრიდის ''რეალიც'' სოლიდარულია.

უნსუე 1988-90 წლებში კატალონიური გუნდის ღირსებას იცავდა. მას ასევე უთამაშია ''ტენერიფეში,'' ''ოსასუნაში,'' ''სევილიასა'' და ''ოვიედოში.''

2017 წელს ''ბარსელონას'' დატოვების შემდეგ ''სელტასა'' და ''ჟირონას'' ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, აღნიშნული დაავადება ''რეინჯერსის'' ექს-ფეხბურთელს, ფერნანდო რიქსენს დაუდგინდა, რომელიც გასულ წელს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები