კანისარესი პეპზე: ''ბოსტონში ერთად ვტიროდით... შემდეგ მის ტვინში ყველაფერი შეიცვალა''
Aa
Aa

კანისარესი პეპზე: ''ბოსტონში ერთად ვტიროდით... შემდეგ მის ტვინში ყველაფერი შეიცვალა''

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ''ვალენსიას'' ექს-მეკარემ სანტიაგო კანისარესმა MisterChip-ის გადაცემაში ''მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელზე, პეპ გუარდიოლაზე ისაუბრა. კანისარესის თქმით გუარდიოლას ესპანეთის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მისი აზროვნება შეიცვალა და ამჟამად კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა.

''პეპმა თქვა, რომ მას კატალონია უყვარს. არ მახსოვს მას ოდესმე ესპანეთის ეროვნულ გუნდში დისკომფორტი ეგრძნოს. ასეთი რამ არც სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში მომხდარა, თუმცა გამონაკლისია ოლეგერის ისტორია, რომელიც არაგონესთან მივიდა და უთხრა, რომ ნაკრებში აღარ გამოეძახა. ოლეგერის ნაბიჯი საკმაოდ გაბედული იყო. არ მახსოვს გუარდიოლას ასეთი რამ ეთქვას, ის ეროვნულ გუნდში თავს კომფორტულად გრძნობდა. ყოველთვის მოხარული იყო, როცა ესპანეთის ეროვნულ გუნდში იწვევდნენ. ერთხელ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დამარცხდა, მატჩის შემდეგ ვტიროდით, მაგრამ მე არასდროს მახსოვს გუარდიოლა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ წასულიყოს.''

1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ფინალში პოლონელები დაამარცხეს. როგორც კანისარესი აღნიშნავს, ტურნირის ტრიუმფატორ თანაგუნდელებს გუარდიოლა აღარ ეკონტაქტება.

''არ ვიცი რა მოხდა მასთან მიმართებაში, მე მასთან კავშირი აღარ მაქვს. ოლიმპიადის გამარჯვებულებს საერთო ''ჩათი'' გვაქვს, თუმცა იქ პეპი არაა.

მესმის, რომ გუარდიოლა ცნობილი ფიგურაა, მაგრამ ''ჩათში'' არყოფნის გამო არ ვაკრიტიკებ. მესმის ის დიდი სტრესის ქვეშაა და დასაკარგი დრო არ აქვს, მაგრამ ჩათში აბელარდო და ლუის ენრიკე არიან და მისი არყოფნა საწყენია.

თავს ცუდად ვგრძნობ, როცა პეპი ესპანეთს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს. 1994 წლის მუნდიალზე იტალიასთან მარცხის შემდეგ ვტიროდით და არ ვიცი მისი ტვინის ტრანსფორმაცია როდის მოხდა.

პეპს ასეთი გული არ აქვს, ის ცუდი ბიჭი არაა. არ ვიცი ვინ გაანადგურა მისი პოლიტიკური ტვინი, მისი პოლიტიკური შეხედულებები ან როდის მოხდა მისი ტვინის ტრანსფორმაცია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები