Aa
Aa

რომამ პეტრაკი დასაჯა - სპორტულ დირექტორად დე სანქტისს დააწინაურებენ?

იტალიურმა „რომამ“ საკუთარ სპორტულ დირექტორ ჯანლუკა პეტრაკის მოვალეობის შესრულება დროებით აუკრძალა. ამის შესახებ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

საფეხბურთო კლუბ „რომას“ შეუძლია დაადასტუროს, რომ ჯანლუკა პეტრაკის დღეიდან თავისი მოვალეობის შესრულების უფლება შეუწყდა. მის ნაცვლად კლუბის სპორტული დირექტორის ფუნქციას აღმასრულებელი დირექტორი გუიდო ფიენგა შეითავსებს“.

აპენინური პრესის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ პეტრაკის გასულ კვირას „ჯალოროსის“ პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასთან კონფლიქტი მოუვიდა. მათ შორის ვითარება სატელეფონო საუბრისას დაიძაბა.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ რომაელებს საერთოდ პეტრაკის გუნდიდან გაშვება სურთ, თუმცა მას დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.

თუკი „რომას“ პეტრაკის გუნდში დატოვება მაინც მოუწია, მას სპორტული დირექტორის თანამდებობიდან მოხსნიან და ამ პოსტს, დიდი ალბათობით, მორგან დე სანქტისს ჩააბარებენ. ვეტერანი მეკარე „ჯალოროსის“ სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს და ბოლო პერიოდში პრეზიდენტ პალოტას არაოფიციალურ მრჩეველად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები