ფიური: „ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვარ
Aa
Aa

ფიური: „ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვარ"

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ტაისონ ფიური აცხადებს, რომ არ არსებობს მძიმეწონოსანი მოკრივე, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. „ბოშათა მეფეს“ კარიერის პიკში მყოფი ტაისონის შესახებაც ჰკითხეს, თუმცა ბრიტანელი დარწმუნებულია, რომ მისი ყველა მეტოქე უშანსოდაა.

„ნებისმიერ ეპოქაში, ბოლო ათასი წლის განმავლობაში, არ არსებობს მძიმეწონოსანი მოკრივე, რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს. 80-იანების ტაისონი, მუჰამედ ალი, ჯო ლუისი, ლენოქს ლუისი, ჯორჯ ფორმანი, კენ ნორტონი, როკი მარჩიანო, ფლოიდ პატერსონი, ჯონ ელ სალივანი, ჯემ მეისი.

მნიშვნელობა არ აქვს. მე ვერავინ დამამარცხებს. ძალინ დიდი და ძალიან კარგი მებრძოლი ვარ და შემიძლია მათ ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი შევთავაზო.

მე ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ვარ. მხოლოდ მძიმე წონით დივიზიონს არ ვგულისხმობ. ყველა წონაში ნომერ პირველი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური კარიერაში არცერთხელ დამარცხებულა და მის ანგარიშზე 30 მოგება და 1 ფრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები