ლეგენდარული ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული ბენედეკ ტიბორი გარდაიცვალა

ლეგენდარული უნგრელი წყალბურთელი,3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ბენედეკ ტიბორი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების თქმით ტრაგედიის მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობაა.

ლეგენდარულმა წყალბურთელმა ოლიმპიური ოქროს მედლები სიდნეიში (2000 წ.), ათენში (2004 წ.) და პეკინში (2008 წ.) მოიპოვა.

ასევე ის 2003 წელს ბარსელონაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და 1997 წლის ევროპის ჩემპიონი.

2013-2016 წლებში ბენედეკ ტიბორი უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ძალიან სამწუხარო ამბავია. უდიდესი წყალბურთელი იყო.ტიტულოვან კლუბებში თამაშობდა მთელი მისი კარიერა.იყო ერთ ერთი საუკეთესო მემარცხენე მოთამაშე. ბავშობაში მისი თამაშების ყურებით გავიზარდე, შემდგომ კი მხვდა წილად ბედნიერება და მის წინააღმდეგაც ვითამაშე. უდიდესი სპორტსმენი იყო ნამდვილი წყალბურთის ლეგენდა და ძაან კარგი პიროვნება“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში მიხეილ ბაღათურიამ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები