მუჯირი: ''ვიმედოვნებ ბელარუსთან მატჩს ქომაგები დაესწრებიან''
Aa
Aa

მუჯირი: ''ვიმედოვნებ ბელარუსთან მატჩს ქომაგები დაესწრებიან''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა და სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ბელარუსთან მატჩზე ქომაგთა დასწრების შესახებ ისაუბრა. მუჯირის თქმით ეს საკითხი გარკვეული არაა და კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული.

დავით მუჯირი: ''2019-20 წლების ევროტურნირების დარჩენილი მატჩები აგვისტოში გაიმართება. ამ შეხვედრებზე ქომაგთა დასწრებაზე გადაწყვეტილი არაა.

სანაკრებო შეხვედრები შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. იმედი მაქვს ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე მისვლას სექტემბრის თვეშიც შეძლებს, როცა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში მაკედონიას დავუპირისპირდებით.''

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ვლადიმირ ვაისის გუნდის კალენდარი ასეთია:

5 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო 8 სექტემბერი: საქართველო - ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი: სომხეთი - საქართველო 14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია - საქართველო

15 ნოემბერი: საქართველო - სომხეთი 18 ნოემბერი: საქართველო - ესტონეთი

შეგახსენებთ, თუ 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' ბელარუსს დაამარცხებს, 12 ნოემბერს ერთა ლიგის ფინალში მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები