Aa
Aa

მე-100 მშრალი მატჩი - ობლაკმა ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ, იან ობლაკმა ლა ლიგის ყველაზე დროის რეკორდი დაამყარა. სლოვენიელმა გუშინ „ოსასუნასთან“ მორიგი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი 5:0 გაიმარჯვა.

ობლაკმა ესპანეთის ჩემპიონატში კარი „მშრალად“ მე-100 შეხვედრაში შეინახა და მას ამ მაჩვენებლისთვის ყველაზე ცოტა მატჩი დასჭირდა. აქამდე რეკორდი პეპე რეინას მამას, მიგელ რეინას ეკუთვნოდა, რომელმაც ანალოგიური შედეგი 222 შეხვედრაში დააფიქსირა.

„სიმართლე გითხრათ, სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ხალხი ამაზე ლაპარაკობს და მშვენიერი მაჩვენებელია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ რეკორდს მალე გააუმჯობესებენ. მთავარი ისაა, რომ კარში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და, ვფიქრობ, ამას გუნდიც აცნობიერებს“.

„როხიბლანკოს“ მეკარემ რეინას რეკორდი გვარიანად გააუმჯობესა და 100 „მშრალი“ მატჩი, სულ რაღაც, 182 თამაშის შემდეგ მოაგროვა. იგი ლა ლიგის ისტორიაში პირველი უცხოელი მეკარეა, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

„ატლეტიკომ“ გუშინდელი გამარჯვებით 49 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილი ჩამოართვა „სოსიედადს“, რომელიც ამ ტურის შეხვედრას დღეს სტუმრად „ალავესთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები