MD: მესიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
Aa
Aa

MD: მესიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ მესისთან შეთანხმებას მიაღწია და მასთან კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს, რის შესახებაც უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევიტყობთ.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულება 1+1 სისტემის იქნება. არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის და ახალი შეთანხმების საფუძველზე, ლეო კლუბში 2022 წლამდე დარჩება, სურვილის შემთხვევაში კი ავტომატურად ვადა 2023 წლამდე გაიზრდება.

როგორც მოგეხსენებათ, მესის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მას ნებისმიერი სეზონის ბოლოს აქვს უფლება დატოვოს კლუბი ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. ხსენებული პუნქტი კონტრაქტში ამჯერადაც იქნება.

თუ, ყველაფერი დაანონსებისამებრ წარიმართა, მესი „კამპ ნოუზე“ 36 წლამდე ითამაშებს. „ლა პულგა“ ამჟამად 32 წლის არის და პანდემიის შემდეგ განახლებულ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურება.

აქვე გეტყვით, რომ მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონში 20, ან მეტი გოლის გატანას ახერხებს. ლეომ „ლეგანესთან“ მატჩში ლა ლიგაში 56-ე პენალტი გამოიყენა, რაც ლეგენდარული უგო სანჩესის შედეგის იდენტურია, ამ ფეხბურთელებზე წინ კი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ესპანეთის ჩემპიონატში პენალტით 61 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები