19 წლის წინ -
Aa
Aa

19 წლის წინ - "წითელი ეშმაკების" მეთორმეტე ფეხბურთელი

19 წლის წინ ინგლისელი კარლ პაუერი ისტორიაში შევიდა. მან ჩემპიონთა ლიგის მატჩზე “მანჩესტერი იუნატედის“ საგარეო მაისური ჩაიცვა და მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე შეიპარა,სადაც „წითელი ეშმაკების“ მეთორმეტე ფეხბურთელად მოგვევლინა. პაუერმა ინგლისურ კლუბთან ერთად მონაწილეობა ფოტოს გადაღებაში მიიღო.

ეს ყველაფერი ადრე დავგეგმეთ. მიუნხენში საყვარელი გუნდის სამივე მაისური ჩავიტანე. გავარკვიეთ სად ცხოვრობდა გუნდი და იქ მივედით. ერთ-ერთმა ადამიანმა ჩვენ გვითხრა თუ რომელი ფორმით იასპარეზებდა“მანჩესტერი“. სტადიონზე ფოტოგრაფის აკრეტიდაციით შევედით და გუნდების გახურების დროს კარების უკან დავდექი. როდესაც გუნდი დაიძრა გასახდელისკენ მე მივუახლოვდი გამოსასვლელს. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის დროს დარწმუნებული ვიყავი ,რომ ამას ვიზამდი. ჩემი გამჩერებელი აღარავინ იყო. ფოტოსესიის დროს გარი ნევილმა დამაფიქსირა და ჩემსკენ ხელები გამოიშვირა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ფოტოგრაფებმა მე-12 ფეხბურთელად დამაფიქსირეს“- განაცხადა კარლ პაუერი

კარლ პაუერი ასევე „უიმბლდონის“ შეხვედრაზე , რალიში ბრიტანულ გრანპირზე და კრიკეტის ინგლისის ნაკრების მატჩზეც შენიშნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები