გეიჯი მაკგრეგორის დაბრუნებას აანონსებს და მას ჯოჯოხეთის მოწყობას პირდება
Aa
Aa

გეიჯი მაკგრეგორის დაბრუნებას აანონსებს და მას ჯოჯოხეთის მოწყობას პირდება

2020 წლის მაისში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქ წონით დივიზიონში (UFC) ჯასტინ გეიჯიმ ბევრისთვის მოულოდნელად ტონი ფერგიუსონი დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის ტიტული მიიღო, თუმცა სექტემბერში მას ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა ელის...

გეიჯი ESPN-ს ესაუბრა და კონორ მაკგრეგორის გაკრიტიკებას არ მოერიდა. მისი თქმით, თუ იგი ნურმაგომედოვს დაამარცხებს, ირლანდიელი ოქტაგონზე დაბრუნებას გადაწყვეტს.

„ვფიქრობ, რომ კონორი ჩემსა და ხაბიბს შორის გასამართ ბრძოლას დაელოდება და იქამდე არ იაქტიურებს. თუ, მე მოვიგებ, ასეთ შემთხვევაში გპირდებით, რომ მაკგრეგორი დაბრუნებას გადაწყვეტს და ჩემთან დაპირისპირება მოუნდება.

ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, კონორი ლეგენდაა. მან, ჩვენი სპორტისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. უკვე მიაღწია იმას, რაზეც ყველა ჩვენგანი ოცნებობს და ეს დასაფასებელია.

მოუთმენლად ველი, თუ როდის მომიწევს მასთან დაპირისპირება, რომ კარგი გაკვეთილი ჩავუტარო. ჩემი აზრით, მას მაღალ დონეზე ბრძოლა მხოლოდ 3 რაუნდის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი მისთვის ჯოჯოხეთი დაიწყება. რა თქმა უნდა, მას ამ ჯოჯოხეთის ხილვა არ სურს“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ ტონი ფერგიუსონი მიჯრით 12 გამარჯვების შემდეგ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები