Aa
Aa

"მე, რომ უაილდერის მწვრთნელი ვიყო, საკუთარ თავს გავაგდებდი..."

ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის რემატჩზე საუბრები კვლავ აქტუალურია. ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი და კომენტატორი ტედი ატლასი ფიქრობს, რომ WBC-ის ექსჩემპიონს ფიურისთან ადაპტაცია გაუჭირდება. მისი თქმით, უაილდერს საბრძოლო არსენალში რაღაც ახლის შეტანა დასჭირდება.

„მე, რომ უაილდერის მწვრთნელი ვიყო, საკუთარ თავს გავაგდებდი, რადგან მე, მას ახალი ვერაფერი ვასწავლე. დეონტეის საბრძოლო არსენალში ახალი არაფერია და ვფიქრობ, სწორედ ამის გამო მან ფიურისთან მარცხი იწვნია.

ფიურისთან მესამე ბრძოლის წინ, რა უნდა შცვალონ მათ? თუ, შენ მოკრივეს აქამდე არაფერი ასწავლე, ახლა რისი იმედი უნდა გქონდეს? ჩემი აზრით, რემატჩში უაილდერმა განსხვავებულად უნდა იფიქროს და იმოქმედოს, მან მხოლოდ ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩაგდებაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს“. - განაცხადა ატლასმა პოდკასტში საუბრისას.

23 თებერვალს WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული ბრძოლა, რომელიც 7 რაუნდს გაგრძელდა ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იმ დღესვე გამოითხვა ვარაუდი, რომ Gypsy King-სა და დეონტეი უაილდერს შორის მე-3 ბრძოლაც შედგებოდა.

ინფორმაცია მალევე დადასტურდა და ფიური-უაილდერის მესამე ჯახი 2020 წლის ივლისში დაანონსდა, თუმცა კორონავირუსმა მოვლენები შეაფერხა და ამჟამად, ბრძოლის გამართვას წლის ბოლოსთვის ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები