ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია
Aa
Aa

ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია.

ქართველმა ფეხბურთელმა ტიტული მეორედ მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „ფერენცვაროშის“ რიგებში წლევანდელ სეზონში მხოლოდ 253 წუთი იასპარეზა.

უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ფერენცვაროშმა“ გასვლაზე „ჰონვიდი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ოქროს მედლები გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

„ფერენცვაროში“ ქვეყნის ჩემპიონი ოცდამეთერთმეტედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები