გოჩა სვანიძე -
Aa
Aa

გოჩა სვანიძე -"მსოფლიო რაგბი გვთავაზობს,რომ კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გულშემატკივრების კითხვებს სოციალური ქსელით  უპასუხა.

ინტერვიუს დროს მთავარი და სასხიარულო ინფორმაციაც გააჟღერდა. შესაძლოა საქართველომ კვლავ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.

20-წლამდელთა ნაკრებში ყველა თავის საქმეს აკეთებს და იმიტომაა წარმატებული. ჩვენ მათ ვეხმარებით მაღალი დონის თამაშებისა და ტურნირების ორგანიზებაში. თუ არის შანსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყნის კლუბი ან ნაკრები, უკან არასდროს ვიხევთ. ტიერ2-ის ქვეყნის ნაკრებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ 5-ჯერ არასდროს უთამაშია. მეტსაც გეტყვით, საქართველო არცერთ ტურნირზე არ ყოფილა მაჩანჩალა. მსოფლიო რაგბი გვთავაზობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს, როგორც ეს 2017 წელს იყო“- განაცხადა გოჩა სვანიძემ

2017 წელს გამართულ ტურნირზე გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები