Aa
Aa

"Dream Team" - აირჩიე საქართველოს საოცნებო ეროვნული ნაკრები

FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცნებო გუნდს ირჩევენ.

ხმის მიცემაში გულშემატკივრები მონაწილეობენ. კალათბურთელებთა სია კი ასე გამოიყურება : ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, ვლადიმერ ბოისა, ბექა ბურჯანაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი და ნიკოლზ ცქიტიშვილი.

სტატიაში ასევე ლაპარაკი საქართველოს ნაკრების განვითარებაზეა. გუნდმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს იასპარეზა და იმის მერე კონტინეტის პირველობის უცვლელი წევრია.

საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერი 2015 წლის ჩემპიონატზე იყო სადაც მასპინძელ ხორვატიას მოუგო და ჯგუფიდან გავიდა. მერვედფინალში კი ლიეტუას ძალიან ძლიერ გუნდს ბოლომდე ებრძოლა,მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქესთან ანგარიშით 85:81 წააგო. აღსანიშნავია,რომ ლიეტუამ ფინალში ითამაშა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

შეგახსენებთ,რომ ევრობასკეტი 2022 წლის სექტემბერში გაიმართება და თბილისის გარდა კონტინენტის პირველობ ჯგუფურ ეტაპს პრაღა,კიოლნი და მილანი უმასპინძლებს,ხოლო ფინალური ეტაპი ბერლინში გაიმარეთება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები