The Sun: კოუტინიომ კლოპს დაურეკა და ლივერპულში დაბრუნება თხოვა
Aa
Aa

The Sun: კოუტინიომ კლოპს დაურეკა და ლივერპულში დაბრუნება თხოვა

კოუტინიოს „კამპ ნოუზე“ გადასვლა გარდაუვალი რამ გახლდათ. ყველას კარგად ახსოვს 2017 წელს კლოპის სიტყვები: „აქ დარჩენით იმდენს მიაღწევ რომ ამ ყველაფერისთვის ისინი შენ ძეგლს დაგიდგამენ. სხვაგან წასვლით იქნება ეს ბარსელონა, რეალ მადრიდი თუ მიუნხენის ბაიერნი, შენ უბრალოდ ერთ-ერთი მოთამაშე იქნები. აქ შეგიძლია მეტი გახდე!“

კლოპი მართალი აღმოჩნდა. კოუტინიოს კარიერა „ენფილდის“ დატოვების შემდეგ ფსკერისკენ წავიდა და დაღმასვლა დღემდე გრძელდება.

„ბარსელონამ“ ბრაზილიელი „ბაიერნს“ მიანათხოვრა, თუმცა ის „რეკორდმაისტერმაც“ ვერ გამოიყენა და უკან დაბრუნებას უპირებს. თავის მხრივ, კატალონიელები მზად არიან ნებისმიერ გუნდს კოუტინიოს ხელფასის ნახევარი გადაუხადონ, ოღონდ ის ვინმემ წაიყვანოს.

The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კლოპს პირადად დაურეკა და „ლივერპულში“ დაბრუნების ნებართვა თხოვა.

ბრაზილიელი „ბარსელონაში“ ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 220 ათას დოლარს იღებს, თუმცა ფეხბურთელი მზადაა ხელფასი დაიკლოს, თუ კლოპი მას გუნდში დააბრუნებს.

ამჟამად, „მერსისაიდელები“ ტიმო ვერნერის შეძენას ცდილობენ და კოუტინიოსთვის ნამდვილად არ სცალიათ. გერმანელი ფორვარდისთვის დიდი ბრძოლა მიდის.

ბოლოს გეტყვით, რომ კოუტინიოს შეძენის სურვილს პრემიერლიგის 3 კლუბი გამოთქვამს - „არსენალი“, „ლესტერი“ და „ნიუკასლი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები